მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სასამართლო დარბაზი დატოვეს

"ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების, დაგემშვიდობებით. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ სააკაშვილის დაცვაზე ვამბობთ უარს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ადვოკატების პროტესტი მოჰყვა მოსამართლის უარს იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის სხვა ადვოკატები - ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.

„მე ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების, დაგემშვიდობებით. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ სააკაშვილის დაცვაზე ვამბობთ უარს, ვიდრე არ გაირკვევა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საკითხი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარიმართოს მისი იურიდიული მხარდაჭერა, მე აზრს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ბასილაიამ.

მოსამართლის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სხდომა უკვე დაწყებულია, ადვოკატები დარბაზში ვეღარ შევლენ.