ანდრიუს კუბილიუსი: შესაძლოა, დადგეს დრო, ქართველებს დასჭირდეთ არჩევანის გაკეთება: „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პროექტ „სასაზღვრო ზონას“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე დისკუსიისას საქართველოს საკითხი განიხილა

ვებინარზე - „საქართველოს შიდა გამოწვევები: გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე“ გამოვლისას ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აზიანებს საკუთარ საერთაშორისო პოზიციას და ასევე აღქმას დასავლურ საზოგადოებაში, როგორც ქვეყნის, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება.

„ვცდილობდი, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის გარკვევით მეთქვა, რა შეცდომებს უშვებენ ისინი ოპოზიციასთან უხეში ენით საუბრით, ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობით, როგორც შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევაში მოიქცნენ, ასევე - ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით და ამ დახმარებასთან დაკავშირებული პირობების არშესრულებით.

ეს ყველაფერი ქმნის არამხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს ცუდ იმიჯს. ეს ძალიან აზიანებს ქართველი ხალხის სურვილს, მიუახლოვდნენ ევროინტეგრაციას. ეს არის ის, რაზედაც ძალიან ცხადად უნდა ვისაუბროთ. არ გამიკვირდება, რომ შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია, ვინაიდან, შესაძლოა, ამის კომბინირება ძალიან რთული გახდეს. ეს არის ის რისკი, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.