ევროკავშირი ბელარუსს საზღვრებზე „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ ადანაშაულებს. DW ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს.
„მნიშვნელოვანია, ლუკაშენკომ გააცნობიეროს, რომ [რეჟიმის] ქცევის გამო ფასის გადახვდა მოჰყვება“, - განაცხადა 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მიერ მეზობლების დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირმა ბელარუსში სანქციები შეიძლება 30 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესოს. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასანქციო სიაში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი და ავიაკომპანია „ბელავია“ შეიძლება, მოხვდნენ.
„ბრიუსელი და ვაშინგტონი აპირებენ ახალი, აშშ-ევროკავშირის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საბჭოს ამუშავებას, რათა შეთანხმდნენ კონკრეტულ გზებზე ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები ასევე განიხილავენ, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ახალ მიზნებს, კლიმატის ცვლილების შედეგების შეზღუდვისთვის.
უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და დასავლეთ ბალკანეთში მზარდი დაძაბულობა ასევე დღის წესრიგშია. ბოლო კვირების განმავლობაში, ბოსნიაში პოტენციური ახალი კონფლიქტის შიში გაიზარდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ეთნიკური სერბების ლიდერი რამდენიმე სეპარატისტული ხასიათის მუქარით გამოვიდა“, - წერს DW.
ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მსვლელობის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა