იტალია კოვიდინფიცირებულ მძიმე პაციენტებს რუმინეთიდან იღებს

Covid19-ის გამო საგანგებო მდგომარეობის ფონზე, ევროპა რუმინეთის საერთაშორისო დახმარების მოთხოვნას პასუხობს. ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით. რუმინეთის ჯანდაცვის სისტემაზე ძლიერმა ზეწოლამ ქვეყანა აიძულა, მძიმე პაციენტების გადაყვანა უცხოეთის სამკურნალო დაწესებულებებში მოითხოვოს.

სპეციალური ოპერაცია სამოქალაქო დაცვის ეროვნული სამსახურის, CROSS-ის მეშვეობით და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ხორციელდება. ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე ოთხ პაციენტიდან ორს პიემონტის რეგიონის ჯანდაცვის სამსახური, ორს კი ლაციოს რეგიონის ჯანდაცვის სამსახური დაეხმარება.

მსგავსი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, გერმანიამაც მიიღო. რუმინეთიდან უკვე გადაიყვანეს პაციენტები უნგრეთში, პოლონეთსა და ავსტრიაშიც, რადგან ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიის მეოთხე ტალღის დროს პაციენტების ძალიან დიდ რაოდენობას ვერ უმკლავდება.

რუმინეთი ევროკავშირის ქვეყნებში მეორეა ბულგარეთის შემდეგ (25.3%), სადაც მხოლოდ 37.2%-ია სრულად აცრილი.

ბულგარეთში გარდაცვლილთა 93,87%, აუცრელი იყო.

ევროპის ქვეყნებში ვაქცინირებულთა სტატისტიკა ასეთია