ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: პატიმრებზე საუბარი დავასრულე

"პატიმრებზე საუბარი უკვე დავასრულე, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და მე მხოლოდ ამ თემებზე მაქვს კონცენტრირება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იუსტიციის მინისტრი გააკეთებს კომენტარს.

„მე არ მსურს, ამ საკითხზ ვრცელი კომენტარი გავაკეთო, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს განმარტებას. მე გითხარით, რომ პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.