რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთეობის შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბრისთვის მიეწოდება

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთეობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბრისთვის მიეწოდება. ამის შესახებ ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელი და ჰუმანურია, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას.

„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა, უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ინტერესის დაცვა.

ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით სრულ ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. ასევე გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამავე თემაზე:

იუსტიციის მინისტრი: სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა