საფრანგეთის ელჩი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა

„ყველა პატიმარს აქვს ღირსების დაცვის უფლება და განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის საქმის შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული მისი მეგობრების წუხილები ლეგიტიმურია“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ჟურალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ამის სრულად დაცვა.

საფრანგეთის ელჩი ხელისუფლებას ურჩევს, ფართო კონსულტაციები გამართოს, ყველა ვარიანტი მუდმივი განხილვის ქვეშ იყოს, რათა პასუხი გაეცეს ყველა შეშფოთებას.

„ხელისუფლებას აღელვებს პენიტენციური სისტემის მთლიანობა და ესეც ლეგიტიმურია. ბატონი სააკაშვილის მეგობრებსა და მომხრეებს აწუხებთ მისი ღირსება. ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება ყველა დაკავებულისთვის და განსაკუთრებით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა.

ამასთან, ელჩმა კომენტარი არ გააკეთა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ამ გადაწყვეტილების შესახებ მეც ახლა წავიკითხე და ვერაფერს დავამატებ, ყველაფერი ნათლად წერია“, - აღიშნა დიეგო კოლასმა.