კარლ ჰარცელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დაბალანსებული მიდგომა და დამაიმედებელი ნაბიჯია

ევროკავშირის ელჩი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩაერთოს საქმეში. კარლ ჰარცელის თქმით, ეს არის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაბალანსებული მიდგომა.

„როგორც იცით, შუალედურ ღონისძიებაში საუბარია გარკვეულ მოთხოვნებზე. პირველი, ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებული მოთხოვნა, რომ დაასრულოს შიმშილობა და ამის პარალელურად მთავრობასთან დაკავშირებული მოწოდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ყველაფერ ამის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია 24 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს.

ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომელიც, იმედია, გამოიწვევს სიტუაციას როდესაც გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით წინსვლა იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ყველაზე მწვავე საკითხთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობისა და უსაფრთხო მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეილება სწრაფად მის განსახორციელებლად“, - ევროკავშირის ელჩმა.