ნიკა მელია მესამე პრეზიდენტის ვიდეოკადრებზე: ესაა ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება

"ესაა ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროვებას გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კადრებში ჩანს ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა.

„დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება.

„ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაყვანისას იტაცებენ, მასზე ძალადობს სისტემა და იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს კადრები, სადაც აღბეჭდილია ძალადობა და ასევე, სტრასურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობით შეყვანის კადრების გასაჯაროვება და მიწოდება, მათთვის მტკივნეული დილემა გადაწყვიტეს ისე, როგორც გადაწყვიტეს და მოუწიათ გასაჯაროვება", - განაცხადა მელიამ.