„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე 2 ადამიანი დაშავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს 2 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, ერთ-ერთ მოქალაქეს თავი გაუტყდა.