გიგი უგულავა მესამე პრეზიდენტის ვიდეოკადრებზე: ხელისუფლება კანონს შეგნებულად არღვევს

"გვეუბნებიან, ჩვენ კანონს აღარ ვიცავთ. პირველი კურსის იურისტმაც იცის, რომ ამ კადრების გამოქვეყნება პირდაპირ დანაშაულია", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ხელისუფლება კანონს შეგნებულად არღვევს.

„გვეუბნებიან, ჩვენ კანონს აღარ ვიცავთ. პირველი კურსის იურისტმაც იცის, რომ ამ კადრების გამოქვეყნება პირდაპირ დანაშაულია. მეორე, ლოგიკას ნუ ვეძებთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებში. რატომ გამოაქვეყნეს, რაში დასჭირდათ, გუშინ ხომ საპირისპიროს გვიმტკიცებდნენ? გუშინ ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ თავის ნებით წამოვიდა რუსთავის ციხიდან და ამის კადრები გვანახეს?! თუ თავისი ნებით წამოვიდა რუსთავის ციხიდან, მაშინ გლდანში რატომ „გაჭედა“, - განაცხადა უგულავამ.