საგარეო: დავით ზალკანიანმა, რუსეთში შვეიცარიის ელჩთან შეხვედრისას, საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტი მწვავედ გააპროტესტა

საქართვლოლოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუსეთის ფედერაციაში ქრისტინა მარტი ლანგთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები, საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობის საკითხები.

დავით ზალკალიანმა გამოხატა მადლიერება შვეიცარიის მხარის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისათვის. დეტალურად იყო განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ასევე რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები აღნიშნულ რეგიონებში. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.

დავით ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან დასვა ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის შეწყვეტის, საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელების გახსნისა და ტავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა შვეიცარიის კონფედერაციას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული და დინამიური ურთიერთობები. მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში საშუამავლო ფუნქციების შესრულებისათვის. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩთან შეხვედრისას მწვავედ დასვა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე ერთ-ერთი გადაცემის მიმდინარეობისას საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტი.

დავით ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან მწვავედ გააპროტესტა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ნაბიჯზე, როგორც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ნათელ გამოხატულებაზე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული. მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და თავადვე ემიჯნება ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ ცივილიზებულ სამყაროს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარელ დიპლომატებს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ ქ.მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციისათვის კონკრეტული საკითხების, მათ შორის საკონსულო სამსახურის გამართული ფუნქციონირების საკითხში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

2009 წლიდან, შვეიცარია წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, სადაც ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.