უკრაინა ბელარუსთან საზღვრის დასაცავად დამატებით ძალებს განათავსებს. ამის შესახებ Reuters-ი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, ადგილზე იქნება მობილიზებული დამატებით 8 500 სამხედრო და პოლიციელი, 15 ვერტმფრენი.
„მიგრანტებთან დაკავშირებული პოტენციური კრიზისის დასაძლევად, ჩვენ შსს-ს ყველა სტრუქტურას ჩავრთავთ“, - განაცახადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ.
ამავე თემაზე:
ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მსვლელობის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა