საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა მოგებით დაასრულა.
შვედეთის ნაკრებთან მატჩისას ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.
შვედეთთან მატჩში გუნდს ზურაბ ხიზანიშვილმა უხელმძღვანელა - მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს, ორი ყვითელი ბარათის გამო, დისკვალიფიკაცია ჰქონდა.