ვიოლა ფონ კრამონი: „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას

ვიოლა ფონ კრამონი პატიმრობაში მყიფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტით შეშფოთებულია.

„შეძრწუნებული ვარ ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. საქართველოს მთავრობის მიერ ამ ვიდეოების გავრცელება სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს.

მისივე თქმით, სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება, დაესწროს მის არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს.

„საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და უკანდახევა დემოკრატია“, - წერს Twitter-ზე ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.