საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 215 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 567 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 445 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში СOVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 775 826-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%, ბოლო 14 დღის - 10.02% ხოლო 7 დღის - 10.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 508 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 708 820-მდე.

ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 816 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 704 შემთხვევა, აჭარა - 124, იმერეთი - 868, ქვემო ქართლი - 321, შიდა ქართლი - 431, გურია - 91, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 283, კახეთი - 314, მცხეთა-მთიანეთი - 115, სამცხე-ჯავახეთი - 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 164 საიდანაც: 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 660, აჭარაში - 612, იმერეთში - 1 430. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 657, მათ შორის, თბილისში - 636, აჭარაში - 127, იმერეთში - 502. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პაციენტი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 36, იმერეთში - 31. 1 324 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 864 - თბილისში, 269 - აჭარაში. 47 984 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.