სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით გადაკეტა, ტერიტორია ევაკუატორის გამოყენებით დაატოვებინეს.
პერფორმანსის ფარგლებში, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს.
უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.
ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამასთან ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.