ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში, მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ხვდება

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამეტში ელენე ხოშტარიას და ბათუ ქუთელიას ხვდება. ელენე ხოშტარია მე-10 დღეა, შიმშილობს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

მანამდე ევროპარლამენტარი ასევე შეხვდა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს.

ანა ფოტიგა თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა, შიმშილობს.