ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა პირველი კომენტარი გააკეთა

საქართველოს ექსპრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი ექსპრეზიდენტს შეხვდა. ამერიკელი ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის.

გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოვლის შემდეგ, ჯონ სენდვეგმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ადეკვატურად ვერ იქნება დაცული ვერც მისი ჯანმრთელობა და ვერც უსაფრთხოება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

მისი თქმით, დაწესებულება არ არის საკმარისად აღჭურვილი საიმისოდ, რომ მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, პაციენტს ადეკვატური დახმარება გაუწიონ. რაც შეეხება უსაფრთხოების მხარეს.

ადვოკატის თქმით, ამავე საპატიმროში არიან ის პირებიც, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაასამართლეს.

სენვიდიგ თქმით, საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, საქართველო ვალდებულია, იზრუნოს პატიმარზე.

ამერიკელმა ადვოკატმა ასევე შემაშფოთებელი უწოდა გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებსაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანას ასახავს სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.