საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგვლეშვილმა Twitter-ის საკუთარი გვერდიდან მიმართა „რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან“.
„დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს „ოპრიჩნინას“ მიმართ ზიზღი, რომელიც ამდენად უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის“, - წერს ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იყოს ადამიანის პატივი და ღირსება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ კადრებზე მიუთითებს, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტი.