სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, თბილისში აქცია რამდენიმე ადგილზე იმართება

სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, თბილისში აქცია რამდენიმე ადგილზე: დიდუბისა და 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან იმართება.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროსთან მხარეებს შორის დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცავებმა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცეს.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის გოგა მემანიშვილის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შენობაში იმიტომ არ შეუშვეს, რომ ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში ძალის გამოყენებით შესვლას ცდილობდნენ.