"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ყურუას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბორის ყურუა სხვა აქტივისტებთან ერთად, 10 ნოემბერს, სუს-თან გამართულ აქციაზე დააკავეს. "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ყურუა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ჩართვას ელოდებოდა და მას არაფერი დაუშავებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამართალდამცველებმა ოპოზიციის აქციიდან 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.

10 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ჯამში ოპოზიციის 46 აქტივისტი დააკავა. თბილისში საპროტესტო აქცია ერთდროულად ე.წ მოდულის შენობასთან, იუსტიციის სამინისტროთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართებოდა.