ლიეტუვაში, სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
ლიეტუვის მოქალაქეს მინდაუგას ტუნიკაიტსს, რომელმაც ბრალი აღიარა, 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბალტიის ახალგაზრდული ასოციაციის, „იუვენიუსის,“ დირექტორ ალექსეი გრეიციუსს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
კლაიპედას რაიონულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მინდაუგას ტუნიკაიტსი და ალექსეიუს გრეიციუსი ერთმანეთს არ იცნობდნენ, თუმცა ერთიდაიგივე აგენტისგან იღებდნენ ინსტრუქციას.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა ლიეტუვის სიდიდით მესამე ქალაქ კლაიპედას პორტში. სასამართლომ დაადგინა, რომ ლიეტუვის მოქალაქე თითქმის ექვსი წლის განმავლობაში აკვირდებოდა, იღებდა ობიექტებს, აგროვებდა ინფორმაციას ონლაინ ან სხვა ადამიანების მეშვეობით და აწვდიდა ინფორმაციას FSB-ს ოფიცერს.
სასამართლოს თანახმად, გრეიციუსი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში აწყობდა ღონისძიებებს, რომლებსაც ნაწილობრივ აფინანსებდა რუსული დაზვერვის ოფიცერი, იღებდა ღონისძიებებს და იქ დამსწრე ადამიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ გრეისიუსმა უარყო ჯაშუშობის ბრალდება, სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასადასტურებლად.