"მიხეილ სააკაშვილს მაღალი წნევა ჰქონდა, ყოველდღე გახდება უარესად და უარესად", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განცხადა.
როგორც მან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებულ ვითარებაში კარგ შედეგს არ უნდა ველოდოთ.
„პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით, ამ საღამოს დარეგულირდა და არაუშავს. ასე მკურნალობა შეუძლებელია. ყოველ დღე იქნება უარესად და უარესად, თუ ასე გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღეს, ამჟამად დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ არ ექნება ეს პრობლემა ისევ. წნევა ჰქონდა დღეს და გუშინაც“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.