ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი და ოპერატორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა. 79 წლის ერმალო მაღრაძე კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების გამო ინტენსიური თერაპიირ განყოფილებაში მკურნალობდა.

ერმალო მაღრაძე 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.

1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობდა ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.

ერმალო მაღრაძის ფილმები: „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, „გზააბნეულნი“, „აპოკალიპსი არ იქნება“, „თეა“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.