13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, წელს პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„13 ნოემბერს, დილით 10:00 საათზე ტარდება ორი წირვა 100 000 მოწამის და წმ. აბო თბილელის სახელობის ტაძრებში, ხოლო 13:00 საათზე გადახდილი იქნება პარაკლისი მეტეხის ხიდზე.
წმინდა 100 000 მოწამის მეოხებით ღმერთმა მშვიდობა მომადლოს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.