კორონავირუსით გარდაცვლილებს შორის, 98,96% აუცრელი იყო

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სტატისტიკის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილებს შორის, 98,96% აუცრელი იყო.

ასევე ვიდინფიცირებულთა შორის 95.92% არ იყო აცრილი. ჰოსპიტალიზირებულებს შორის კი 94.4% არ იყო ვაქცინირებული.

13 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 041 209 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 071 513 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.7 %. სრულად ვაქცინირებულია 964 580 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%.

12 ნოემბერს 7 800 ადამიანი აიცრა.

11 ნოემბერს - 7 103 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი.