"ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლებაა.
აქციის გამო პარლამენტის შენობის მიმდებარედ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ამასთან, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.