რასა იუკნევიეჩიენე: ანა ფოტიგასთვის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების საზიზღარი ქმედებაა

ევროპარლამენტრი რასა იუკნევიეჩიენე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარის თქმას „საზიზღარ ქმედებად“ აფასებს.

„ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ვიზიტის შესაძლებლობაზე უარის თქმა, არის საქართველოს ხელისუფლების საზიზღარი ქმედება. ქართულ ოცნებას არ სურს დეესკალაცია“ - წერს ევროპარლამენტარი.