„გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა შიმშილობა დაიწყო

„გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლიდაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

პარტიის ცნობით, კლდიაშვილმა, რომელიც გუშინ, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან დააკავეს, შიმშილობის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

იმედა კლიდაშვილმა და პარტიის სხვა წევრებმა სხვადასხვა ქალაქში უწყების შესასვლელებთან აქცია გამართეს და მანქანებით ბლოკირება მოახდინეს.

პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც 200 ლარით დააჯარიმეს. გავრცელებუი ინფორმაციით, ექვს ქალაქში ერთდროულად მიმდინარე აქციაზე გუშინ, 10 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო მწერალი ტორესა მოსი.

ცნობისათვის, სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, ასევე შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.