ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებს კიევმა გაუზიარა ინფორმაცია რუსული ჯარების აქტიური მოძრაობის შესახებ.

”იმედი მაქვს, რომ მთელი მსოფლიო ახლა ნათლად დაინახავს, ​​ვის სურს მშვიდობა და ვინ უყრის თავს 100 000 ჯარისკაცს ჩვენს საზღვარზე", - განაცხადა ზელენსკიმ.