ანა ფოტიგა: ევროკავშირს წევრობა უნდა გახდეს ქართველი ხალხის მიზანი, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში

„ევროკავშირს წევრობა უნდა გახდეს ქართველი ხალხის მიზანი მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მედიასთან საუბრისას.

ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ კვლავ არსებობს გამოსავალი და ევროკავშირს წევრობა უნდა გახდეს ქართველი ხალხის მიზანი მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში.

„უნდა ვაღიარო ყველა ფაქტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ჩვენი შეშფოთების საგანია. შეშფოთებული ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს შესაძლებლობა დიპლომატების დაშინება მოხდეს, რაც დაუჯერებელია ნორმალური ურთიერთობების პირობებში. თუმცაღა, კვლავ არსებობს გამოსავალი და ჩვენ ვცდილობთ ამას ბიძგი მივცეთ. ძალიან ბევრი დიპლომატიური ქმედება ხორციელდება ძალიან რთულ დროსაც კი“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.

ანა ფოტიგას განცხადებით, დადგა დრო ხალხისთვის, ქვეყნებისთვის ითანამშრომლონ იმისთვის, რომ გაამყარონ მთელი რეგიონის პოზიცია.

„ხშირად მსმენია ჩემი ვიზიტების დროს საქართველოში რეფორმების და დემოკრატიის სტანდარტებიდან უკან დახევასთან დაკავშირებით. ისევ და ისევ ჭკუის სწავლება ჩემი როლი არ გახლავთ. მინდა, დავეხმარო მთავრობას, არსებულ ხელისუფლებას იმის აღიარებით, რომ არსებობს საჭიროება, რომ რეალურად ჩატარდეს წარმომადგენლობითი არჩევნები და ეს სავარაუდოდ, გახლავთ შემდეგი თვეების, შემდეგი წლების მიზანი“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად რეალისტურია „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანოს განაცხადი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე, როცა საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნები; ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, უსმენდნენ დიპლომატებს, მათ შორის თავად ფოტიგას და აშშ-ის ელჩს. ამასთან, 5 ივლის მოხდა თავდასხმა მედიაზე, რომლის ორგანიზატორებიც დაუსჯელები არიან.