EPP ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადექვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში.
„ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების საკითხით. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში“, - წერს მიჰაილ გალარი ევროპარლამენტარი.
„საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შექმნა სამედიცინო საბჭო - სპეციალური ორგანო, რომელიც აკონტროლებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ არის შესრულებული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ისინი სრულად და დაუყოვნებლივ“, - აღნიშნა გალერმა.