ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 5 277 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 81 პაციენტი გარდაიცვალა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 817 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 158, PCR ტესტით – 19 659.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის - 10.02% ხოლო 7 დღის - 9.60%.

სულ 784 091 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 716 382 გამოჯანმრთელდა, 10 975 კი, გარდაიცვალა.

13 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი, გარდაიცვალა 78.

თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 240, შიდა ქართლი - 307, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებულია 56 708, საიდანაც 1 216 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 803 - თბილისში, 241 - აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 49 364 ადამიანი.