ბესიკ ხარანაული: მიხეილ სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს

პოეტი ბესიკ ხარანაული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებზე წერს. პოეტმა ტექსტი Facebook-ზე განათავსა.

"ვინცა ხართ: მიხეილ სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს! ნეტა რაზე დგახართ?!", - წერს ბესიკ ხარანაული.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. 13 ნოემბერს, მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ის ლოგინიდან ვერ დგება.

სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანის მოთხოვნით აქციას "ნაციონალური მოძრაობა" ყოველდღე მართავს.

იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანეს.

ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს.