ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
უცნობია მიზეზი, რის გამოც დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, გლდანში, ამავე დაწესებულებაშია მოთავსებული საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასევე ითხოვს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.
გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი „ვივა-მედში“ 13 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.
ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.