9 პარლამენტარი შიმშილობას იწყებს

9 ოპოზიციონერი პარლამენტარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნოთ, პარლამენტში შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ დავით კირტიკაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შიმშილობას იწყებენ: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი.

შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.