გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ისევ დაიკეტა.
გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დღეა, ტაძარში არც წირვა-ლოცვა ტარდება და ვერც მნახველები შედიან.
დაცვის თანამშრომლები ტაძრის დაკეტვის მიზეზად რეაბილიტაციას ასახელებენ, თუმცა ახლა ტაძარში სამუშაო არ მიმდინარეობს.
აქტივისტები კი ტაძრის დაკეტვას არსებულ მძიმე ვითარებას უკავშირებენ, რადგან ფრესკების ფრაგმენტები ისევ ცვივა და პრობლემა შეუქცევადი გახდა.
თავის მხრივ, გელათის ტაძრის წინამძღვრის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაო წარმატებით მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ტაძარს საფრთხე აღარ ემუქრება.