მედია: ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი იმარჯვებს

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები წელს მესამედ იმართება. ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტსაც. უცხოური მედიის ცნობით, არჩევნებში მთავარი ოპოზიციური სოციალისტური პარტიის კანდიდატი რუმენ რადევი იმარჯვებს.

საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა და გადამდგარმა გენერალმა ხმების 59.35 პროცენტი მოიპოვა და შავი ზღვის პატარა სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა.

მის მეტოქე მმართველი ცენტრისტული პარტიის კანდიდატს ცეცკა ცაჩევას 36.17% აქვს.

ამ გამარჯვებით ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ, ვადამდელი არჩევნების ჩატარება სცადონ.

პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ თანამდებობას 16 ნოემბერს პარლამენტის პირველ სხდომაზე დატოვებს.

ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისი აპრილიდან დაიწყო, როდესაც არჩევნებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის და მისი პარტია GERB-ის მმართველობა დაასრულა.

პოლიტიკურმა უთანხმოებამ ხელი შეუშალა მის ოპონენტებს, ე.წ. ცვლილებების პარტიებს, შეექმნათ მმართველი კოალიცია აპრილის არჩევნებისა და ივლისის კიდევ ერთი კენჭისყრის შემდეგ.

2020 წლის შუა რიცხვებში ქუჩის საპროტესტო აქციებს ათასობით ბულგარელი შეუერთდა.

ბორისოვს ადგილობრივი ოლიგარქებისა და მის პარტიასთან დაახლოებული ბიზნესების სასარგებლოდ კორუფციაში ადანაშაულებდნენ.

დაახლოებით 6,7 მილიონი ამომრჩეველი იმედოვნებს, რომ აპრილსა და ივლისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, 240 დეპუტატის არჩევით, მესამე მცდელობა წარმატებული იქნება და მთავრობის ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდება.