ბაჰრეინმა AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო წამალი Evusheld-ი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
ბაჰრეინი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ წამლის ავტორიზაცია მოახდინა და მას მხოლოდ იმუნოდეფიციტისა და გადაცემის რისკის ქვეშ მყოფები გამოიყენებენ.
Evusheld-ი მონოკლონური ანტისხეულის (ტიქსაგვიმაბი და ცილგავიმაბი) კომბინაციაა, რომელიც შემუშავებულია AstraZeneca AB-ის მიერ მოზრდილებში COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის.