15 ნოემბრიდან, ავსტრია არავაქცინირებულებს „ლოკდაუნს“ უწესებს

15 ნოემბრიდან, ავსტრია დაახლოებით 2 მილიონ არავაქცინირებულ ადამიანს ინფექციის გავრცელების დონის ზრდის და საავადმყოფოების გადატვირთვის ფონზე „ლოკდაუნს“ დაუწესებს. ამის შესახებ BBC წერს.

არავაქცინირებულები სახლიდან გასვლას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მიზეზებით შეძლებენ, მაგალითად, სამსახურში ან პირველადი საჭიროების პროდუქტისა და ნივთების შესაძენად წასვლა.

ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 65% სრულად არის ვაქცინირებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში.

ცნობისთვის, ნიდერლანდებმა ასევე დააწესა „ჩაკეტვის რეჟიმი“, სოციალური კონტაქტების შეზღუდვის მიზნით, ინფექციების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ. ჰოლანდიაში მოსახლეობის დაახლოებით 84% სრულად არის აცრილი, საავადმყოფოებში პაციენტთა უმეტესობა კი აცრილი არ არის.

სინგაპურში კი, დეკემბრიდან საკუთარი სამედიცინო მომსახურების გადახდა მოუწევს ყველას, ვინც არ იცრება.