მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 254 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 254 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ით დღემდე მსოფლიოში 5.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 229.7 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 19.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი - 47.9 მილიონი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც 34.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. სტატისტიკაში აშშ-სა და ინდოეთს, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.