ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. ბექა ბასილაიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განუცხადა, რომ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, სასამართლო გაუქმებულია.
„ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, რომ თურმე პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთას ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს და მას უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა - პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ ტექნიკურ მიზეზს იტყვის, რომ კანცელარიაში იყო და არ იცოდნენ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო სისტემა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ამავე თემაზე:
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა