ირანში ორი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია.
დაიღუპა 22 წლის კაცი, რომელიც ელექტრო ბოძის ჩამოვარდნამ იმსხვერპლა.
მათგან 10 ჰოსპიტალიზებულია. კვირას, ორი ძლიერი მიწისძვრა ირანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ ბანდარ აბასთან მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 და 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. ორი მიწისძვრა ერთი წუთის ინტერვალით მოხდა.
მედიის ცნობით, ხალხი პანიკამ მოიცვა და ქუჩაში გავიდა. ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში ვითარების შესწავლის ბრძანება გასცა.