ლივერპულში, ქალთა საავადმყოფოსთან მანქანის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
კერძოდ, აფეთქდა ტაქსი, რომელსაც ერთი მგზავრი გადაჰყავდა. მგზავრი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია.
სამი ადამიანი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.
„ლივერპულის ქალთა ჰოსპიტალი“ ევროპის უდიდესი სამედიცინო დაწესებულებაა და ყოველწლიურად 50 000-მდე პაციენტს ემსახურება.