დღეს ევროკავშირი მოლდოვასთვის, საქართველოსა და სერბეთისთვის კოვიდსერტიფიკატებზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
„კარგი ამბავი მაქვს, რაც ეხება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას - დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ კოვიდსერტიფიკატებზე მოლდოვისთვის, საქართველოსა და სერბეთისთვის. შედეგად, მოგზაურობა უფრო მარტივი იქნება ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპელ მოქალაქეებსაც შეეძლებათ მოგზაურობა. ჩვენ ასევე მზად ვართ, დავეხმაროთ ბელარუს ხალხს და ამასთან დაკავშირებით მქონდა საუბარი ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.