NATO უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების უჩვეულო მოძრაობას ყურადღებით აკვირდება. ამ თემაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა Axios-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინში, რას გააკეთებს NATO, ეს შეკითხვა დაუსვა მას ჟურნალისტმა, რაზეც იენს სტოლტენბერგმა შემდეგი პასუხი გასცა:
„მე ახლახან შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს, მე დავაფიქსირე ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, მან იცის, რომ უკრაინის ლიდერს უფრო მეტი სურს.
„ის აფასებს NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერას, მაგრამ კიდევ გეუბნებით, მას სურს რაღაც უფრო მეტი, სრულფასოვანი წევრობა“, - დაამატა სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მას (ვოლოდიმირ ზელენსკის) რუსეთის წინააღმდეგ მეტი დაცვა სურს და მათ ჰქონდათ გაწევრიანების შესახებ დაპირება ჯერ კიდევ 2008 წელს.
„NATO-ს წევრი რომ გახდე, მის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე. ჩვენ მათ ვეხმარებით მოდერნიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ 30 ქვეყანა უნდა შეთანხდეს, ჩვენ არ გვაქვს კონენსუსი NATO-ში ახლა, რომ უკრაინა ალიანსის წევრად მივიწვიოთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გერენალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები იმედგაცრუებულები არიან NATO-ს 2008 წლის დაპირების გამო, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ ალიანსის წევრობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას 30-ვე წევრი ქვეყანა უჭერს მხარს.
სტოლტენბერგმა ამავე დროს განაცხადა, რომ წევრობა მიღწევადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ოცდაათივე წევრი ქვეყანა უჭერს მხარს.
ალიანსის გენერალურ მდივანთან ინტერვიუს თემა ასევე იყო თურქეთი.
კვლავ მიიჩნევს თუ არა NATO-ს წევრ ქვეყანას თურქეთს დემოკრატიულ მთავრობად. მიმართა მას ჟურნალისტმა.
„არჩევნები აქვთ“, - უპასუხა NATO-ს გენმდივანმა.
„ოპოზიციამ ახლახან სტამბოლში არჩევნების მოგება შეძლო.... რამდენიმე მოკავშირემ გამოთქვა შეშფოთება თურქეთთან დაკავშირებით“, - დაამატა სტოლტენბერგმა.