დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი უწყება ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ.
ბრიტანული "გარდიანის" ინფორმაციით, უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ფაიზერი“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორ ადამიანს ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა.
„ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ახალ ვაქცინებს ეხება. იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ, საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო.