„ნაციონალური მოძრაობის" წევრები მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მეტრო "ავლაბრიდან" ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ისინი თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ.

ადგილზე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ამასთან, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, დღევანდელი აქტივობა ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.