ნიკოლ ფაშინიანმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ორ ქვეყანას შორის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ინციდენტის გამო, თავდაცვის მინისტრ არშაკ კარაპეტიანს თანამდებობიდან ათავისუფლებს, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის მოხდა სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სამხედროების შეჭრა,

„ინციდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის ერთ-ერთ აღმოსავლეთ მონაკვეთზე მოხდა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ვიცე-პრემიერი სურენ პაპიკიანი წარადგინა.